- პანთეიზმი
- • თვალსაზრისი, რომ ღმერთი სიკეთესა და ბოროტებას მიღმაა. ამ აზრს იზიარებდა უდიდესი პრუსიელი ფილოსოფოსი ჰეგელი. პანთეისტებს, ჩვეულებრივ, სჯერათ, რომ ღმერთი, ასე ვთქვათ, ასულიერებს სამყაროს, როგორც თქვენ - თქვენს სხეულს; რომ სამყარო თითქმის ღმერთია; რომ არ არსებობდეს სამყარო, არ იარსებებდა ღმერთი; ყოველი არსებული სამყაროში არის ღმერთის ნაწილი. ქრისტიანები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ღმერთმა გამოიგონა და შექმნა სამყარო მსგავსად იმისა, როგორც კაცი ქმნის სურათს ან თხზავს მელოდიას.Source: ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002,• ის გვეუბნება, რომ ყველაფერი არის ღმერთი, ანდა, ყველაფერი არის ღმერთში (პან-ენ-თეიზმი. კოპლსტონის ტერმინი). სამყაროს ასეთი გაწყობა სუბიექტის და მოვლენის იგივეობაზე მიგვითითებს. ანუ, სუბიექტი კი არ განსაზღვრავს შემთხვევას, თვითონ სუბიექტია შემთხვევა, მისი პარამეტრები. ამიტომ, სუბიექტიცა და შემთხვევაც ერთად ხდება. ეს გაწყობა, სტრუქტურა სამყაროს აღქმის „ქრონიკული“ წესიდან არ გამოიყვანება. ამიტომაც შემთხვევითი არ არის ასეთი მოძღვრებების ერესად მონათვლა.Source: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
Georgian encyclopedia. 2013.